"ვფიქრობ, ვერ გაბედავენ" - შედგება თუ არა ორი ყოფილი პრემიერის დიდი დებატები
შედგება თუ არა ორი ყოფილი პრემიერის დიდი დებატები - გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს გამბედაობა არ ეყოფა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს პირდაპირ ეთერში შეხვდეს.
მიხეილ დაუშვილის აზრით, მოქალაქეებს უნდა მიეცეს ამ ორი პოლიტიკოსის მოსმენის უფლება, რომ გადაწყვიტონ "ვინ არის მოღალატე".
ხომ ათას რაღაცას ეძახიან გახარიას? - ხან მოღალატე დაუძახა, ხან სხვა რაღაც. ყველაზე სწორი საშუალება რა არის? - ჩვენს მოქალაქეებს პატივი ვცეთ და ვნახოთ, ვიხილოთ დებატები. ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ვინ არის მოღალატე და ვინ არა. ეს იყო მარტივი შეთავაზება, ყველა საშუალებისთვის მზად არის გახარია. მინდა მქონდეს იმედი, რომ ამას გაბედავენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვერ გაბედავენ" - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში, ყოფილი პრემიერი მზადაა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის კითხვებს პასუხი გასცეს და თავადაც დაუსვას შეკითხვები.