ანტიევროპული განცხადებები და დეზინფორმაცია - "ოცნება" დასავლელ დიპლომატებს კრიტიკით პასუხობს

12.01.24 13:10
ანტიევროპული განცხადებები და დეზინფორმაცია - "ოცნება" დასავლელ დიპლომატებს კრიტიკით პასუხობს

"ქართული ოცნება" ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკსოებს ანტიდასავლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ. სახელისუფლებო პარტია ბიძინა ივანიშვილის იმიჯის დაცვაზეა გადასული.

"ოცნება" დღეს ამერიკიდან წამოსულმა მწვავე გზავნილებმა გამოიყვანა წყობიდან. ამერიკელმა დიპლომატებმა ივანიშვილის ავტორიტარული ფიგურა უწოდეს და მისი პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად სანქციებისგან თავის არიდება დაასახელეს. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი - ასე პასუხობს  მმართველი პარტია წონიან პოლიტიკოსებს. 

ანტიევროპული განცხადებები არის, რომელიც ეწინააღმდეგება მათ შორის ევროსაბჭოს რეკომენდაციის პირველ პუნქტს დეზინფორმაციის არდაშვებისა, ამიტომ ცუდია, როდესაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდგომ, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ადგილი არ უნდა ჰქონდეს ანტიევროპულ და სხვა სახის დეზინფორმაციას, ევროპარლამენტარები ახალ სეზონს ხსნიან კვლავ დეზინფორმაციით.
ანტიევროპული ეს განცხადებები არის იმიტომ, რომ როდესაც ევროპარლამენტის წევრი ამბობს ტყუილს და ავრცელებს დეზინფორმაციას, ეს უპირველეს ყოვლისა, ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას.
მისი ქონების დიდი ნაწილი გაჩერებული აქვთ უმიზეზო, ამიტომ, ეს არ არის საერთოდ არანაირი ფაქტორი,“ - ამბობს პაპუაშვილი.

ეს ზეწოლა, რომელსაც ესენი აწარმოებენ ბიძინა ივანიშვილზე და ის უკანონო თანხების შეჩერება, ეს ყველაფერი არის მიმართული შანტაჟისთვის, რომ მისი მეშვეობით საქართველო რამენაირად შარში გახვეულიყო,“ - ამბობს ქადაგიშვილი.

რატომ დაბრუნდა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში? - ოლიგარქის კულისებიდან გამოსვლას ამერიკელი დიპლომატები "ოცნების" ჩამოშლით ხსნიან. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილი ელჩები ქართველ ოლიგარქს ფაქტობრივად ავტორიტარულ ფიგურად მოიხსენიებენ. 
 

მსგავსი სიახლეები