ზეწოლა და შანტაჟი ივანიშვილზე - ქადაგიშვილი დასავლელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს და ივანიშვილს იცავს
ზეწოლა და შანტაჟი - ასე აფასებს დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
ქადაგიშვილი ამერიკელი დიპლომატების განცხადებას, სადაც მათ ივანიშვილს ფაქტობრივად ავტორიტარულიი ფიგურა უწოდეს, მხოლოდ და მხოლოდ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შანტაჟს ემსახურება.
ეს ზეწოლა, რომელსაც ესენი აწარმოებენ ბიძინა ივანიშვილზე და ის უკანონო თანხების შეჩერება, ეს ყველაფერი არის მიმართული შანტაჟისთვის, რომ მისი მეშვეობით საქართველო რამენაირად შარში გახვეულიყო,“ - ამბობს ქადაგიშვილი.
რატომ დაბრუნდა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში? - ოლიგარქის კულისებიდან გამოსვლას ამერიკელი დიპლომატები "ოცნების" ჩამოშლით ხსნიან. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილი ელჩები ქართველ ოლიგარქს ფაქტობრივად ავტორიტარულ ფიგურად მოიხსენიებენ.
მსგავსი სიახლეები
ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი
მოჯანი აცხადებს, რომ ირანი პატივს სცემს საქართველოს გადაწყვეტილებას, თუმცა ტურისტებიც არჩევანს უსაფრთხოების, ფასის, კომფორტისა და „ურთიერთპატივისცემის“ გათვალისწინებით გააკეთებენ.