"სხვაგვარად ვერ შეასრულებს კრემლის დავალებას" - ნაცვლიშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
"ის, რომ ივანიშვილმა დაიკავა პარტიული თანამდებობა, ვერ უქმნის მას ვერც იმუნიტეტს და ვერც ოლიგარქის იმიჯს ვერ უცვლის," - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს.
ნაცვლიშვილი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების მიზეზებისა და მიზნების ახსნას ეთანხმება და თვლის, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
საჯაროდ მესამედ გამოსვლა ნაკარნახევი არის მისი ძალიან მძაფრი ინსტიქტით ძალაუფლების დაკარგვის თაობაზე და ეს მას პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ძალაუფლება სჭირდება საკუთარი უსაფრთხოებისთვის და საკუთარი კაპიტალის უსაფრთხოებისთვის, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად ვერ შეასრულებს კრემლის დავალებას,“ - ამბობს ნაცვლიშვილი.
რატომ დაბრუნდა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში? - ოლიგარქის კულისებიდან გამოსვლას ამერიკელი დიპლომატები "ოცნების" ჩამოშლით ხსნიან. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილი ელჩები ქართველ ოლიგარქს ფაქტობრივად ავტორიტარულ ფიგურად მოიხსენიებენ.
მსგავსი სიახლეები
ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი
მოჯანი აცხადებს, რომ ირანი პატივს სცემს საქართველოს გადაწყვეტილებას, თუმცა ტურისტებიც არჩევანს უსაფრთხოების, ფასის, კომფორტისა და „ურთიერთპატივისცემის“ გათვალისწინებით გააკეთებენ.