შეიძლება ფიქრობს, რომ თუკი ფორმალურ პოზიციას დაიკავებს, მასზე არ გავრცელდება სანქციები - ბუჩუკური ივანიშვილზე

12.01.24 13:22
შეიძლება ფიქრობს, რომ თუკი ფორმალურ პოზიციას დაიკავებს, მასზე არ გავრცელდება სანქციები - ბუჩუკური ივანიშვილზე

რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ - "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური თვლის, რომ ივანიშვილი საკუთარი თავის დაცვას პარტიაში ფორმალური პოზიციის დაკავებით ცდილობს.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილი "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე გახდა, ბუჩუკური ვარაუდობს, რომ ამით ივანიშვილი სანქციებისგან თავის დაცვას ცდილობს.

ოცნებასაც და ნაცმოძრაობასაც ახლა ისტორიულად მინიმუმზე აქვთ თავიანთი მხარდაჭერა, ამიტომ მხოლოდ სანქციებს არ უკავშირდება მისი დაბრუნება, ის შეიძლება ფიქრობს, რომ თუკი ფორმალურ პოზიციას დაიკავებს, მასზე არ გავრცელდება სანქციები,“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

რატომ დაბრუნდა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში? - ოლიგარქის კულისებიდან გამოსვლას ამერიკელი დიპლომატები "ოცნების" ჩამოშლით ხსნიან. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილი ელჩები ქართველ ოლიგარქს ფაქტობრივად ავტორიტარულ ფიგურად მოიხსენიებენ. 
 

მსგავსი სიახლეები