ყველა დარწმუნდა, რომ ეს კანონი საჭირო იყო - პაპუაშვილი ე.წ. რუსულ კანონზე HRW-ის კრიტიკას პასუხობს

12.01.24 13:34
ყველა დარწმუნდა, რომ ეს კანონი საჭირო იყო - პაპუაშვილი ე.წ. რუსულ კანონზე HRW-ის კრიტიკას პასუხობს

"ყველა დარწმუნდა, რომ ეს კანონი საჭირო იყო" - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე Human Rights Watch-ის კრიტიკულ ანგარიშს, სადაც გაკრიტიკებული იყო პარლამენტის განზრახვა ე.წ. რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური პარტიები უცხოური წყაროებიდან ფარულად, გაუმჭვირვალედ ფინანსდებიან. 

საქართველოს პოლიცია, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, ეს დადასტურებელი არის სტრასბურგის გადაწყვეტილებებით. ასე, რომ ეს სპეკულაციები, რომელსაც ცდილობენ კვლავ ენჯეოები და მათ შორის, რომ ასეთ ანგარიშებში შეაპარონ ხოლმე საკუთარი დამოკიდებულებები, ფუჭია.

ყველა დარწმუნდა, რომ ეს კანონი საჭირო იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს არის ფარული დაფინანსება პოლიტიკის უცხოური წყაროებიდან, პირდაპირ ევროპის დემოკრატიის ფონდი, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს ჩუმად, ისე, რომ არ ასაჯაროებს ამას არც საქართველოს და არც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის,“ - ამბობს პაპუაშვილი.

Human Rights Watch-მა რამდენიმე საათის წინ უახლესი ანგარიში გამოაქვყენა. ექვსთავიან დოკუმენტში, საქართველოში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი. საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა „არათანაბარი იყო“, წერს ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია. დოკუმენტში ასევე განხილულია 2023 წლის  სპეცოპერაციები მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. გამოწვევად რჩება ჟურნალსტებეე თავდასხმებიც.

მსგავსი სიახლეები