გორბაჩოვის თანამოაზრეა, უტიფრობის და პოლიტიკური უზნეობის მაგალითია - ვოლსკი კუბილიუსზე
"კუბილიუსი არის ადამიანი იმ გუნდში გაერთიანებული და ერთ-ერთი საზღვარგარეთელი ლიდერი კოლექტიური ნაცმოძრაობისა, რომელიც ფინანსდება დავით კეზერაშვილის მიერ. აქ ყველაფერია უკვე ნათქვამი," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი აკეთებს.
ვოლსკისთვის მიუღებელია დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა და ცდილობს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე დაიცვას.
ეს არის ადამიანი, რომელიც ტავის დროზე იყო გორბაჩოვის - ქართველების სისხლში ხელდასვრილი გორბაჩოვის თანამოაზრე.
რა კომენტარებსაც ის აკეთებს, არანაირ ფაქტებს არ ეყრდნობა, რას ჰქვია არ გააკეთებენ, სისტემაა შექმნილი - ან ოლიგარქი რას ნიშნავს, ეს განსაზღვრებაც გვითხრას.
რაღაც მოჩვენებით, რაღაც წინასწარმეტყველებით უნდა, რომ ქართული საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში - ეს არის უტიფრობის და პოლიტიკური უზნეობის აშკარა გამოხატულება და მაგალითი.
რასაკვირველია, ამით უნდა წარმოადგინონ, რომ ბიძინა ივანიშვილს დასანქცირების ეშინია,“ - ამბობს ვოლსკი.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან ივანიშვილის კრიტიკა და მასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები სიმართლეს არ შეესაბამება.
სიტყვის თავისუფლების პირობებში აზრის გამოხატვა ნებისმიერი მიმართულებით შეუძლიათ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის სიმართლე.
მან ცალსახად თქვა მიზეზები, მიზნები დაასახელა, ისე, რომ ყოველგვარი სპეკულაცია როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია და მეტ მიზანს ეს, რა თქმა უნდა, არ ემსახურება,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
რატომ დაბრუნდა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში? - ოლიგარქის კულისებიდან გამოსვლას ამერიკელი დიპლომატები "ოცნების" ჩამოშლით ხსნიან. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილი ელჩები ქართველ ოლიგარქს ფაქტობრივად ავტორიტარულ ფიგურად მოიხსენიებენ.