პოლონეთის ელჩი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ჩემთვის ადგილის მიჩენას

12.01.24 17:52
პოლონეთის ელჩი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ჩემთვის ადგილის მიჩენას

პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ამხელს. ამის შესახებ ელჩმა Sova.News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ელჩი ამბობს, საგარეო უწყების მხრიდან ზეწოლის მოხდენის მცდელობა გორში სტალინის მუზეუმის დახურვის თემას ეხებოდა.

როგორც ელჩმა თქვა, საგარეო უწყება მისთვის ადგილის მიჩენას ცდილობდა. დიპლომატმა საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მმართველობის დროს პოლონეთში, კატინში დახვრეტილი ადამიანები გაიხსენა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ჩემთვის ადგილის მიჩენას, მაგრამ მე ძალიან უხეში სიტყვა ვთქვი... - აღნიშნა ელჩმა და განაგრძო, - მე ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. გესმით, კატინში, ასევე, დაიღუპნენ პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრები, ეს არის პრობლემა, რომელიც არანაირ დისკუსიას არ ექვემდებარება.

ეს არ არის რელიგიური გრძნობების ან ემოციების პრობლემა. ის რომ მე ვეხები რაღაც დელიკატურს, ვიღაცას შეურაცხყოფას ვაყენებ... ეს უბრალოდ ობიექტური სიმართლეა. ის უნდა მიიღო. შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ რთულია, მაგრამ ეს უნდა მიიღო, როგორც დიაგნოზი დაავადების დროს“, - განაცხადა მაშკევიჩმა.

შეკითხვაზე, ამის გამო გამოიძახეს თუ არა ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში,  ელჩმა უპასუხა: „არა. დეტალებს არ ვიტყვი, მაგრამ არაოფიციალური შენიშვნა იყო. მე მაშინ ძალიან დელიკატურად, მაგრამ გავუშვი... ცხადია, როგორც პოლონეთის წარმომადგენელს, არ შემიძლია, სხვანაირად რეაგირება“.

მსგავსი სიახლეები