"გამოიკვეთა პრობლემა მთავარი, რომ შესასრულებელია 9 პუნქტი" - ლანა გალდავა Fitch-ის ანგარიშზე
Fitch-ის ანგარიში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პოზიტიური შეფასებების საფუძველს არ უქმნით. როგორც "ლელოში" ამბობენ, სებ-ის კანონში ცვლილებები თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა, ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე.
გამოიკვეთა პრობლემა მთავარი, რომ შესასრულებელია 9 პუნქტი, რასაც ხელისუფლება არ ასრულებს. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს დაპირისპირება პრეზიდენტის ინსტიტუტთან, არაკანონიერია და ცუდად აღქმულია სებ-ის კანონში ცვლილებები, რაზეც ოპოზიცია მუდმივად საუბრობდა.
ინსტიტუციების პატივისცემა, დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღე, ნორმალური და სამართლიანი კანონების მიღება არის ის, რაც ამ ქვეყანაში დადებით აღქმადობას მისცემს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან პოლიტიკურ სიტუაციას,“ - ამბობს ლანა გალდავა.
სებ-ის კანონში ცვლილებები, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ანგარიში გამოაქვეყნა.