იმის მიუხედავად, რომ სებ-ი ხელისუფლებამ ტოტალურ კონტროლში მოაქცია, ვერ მოახერხა ლარის სტაბილურობა - ლილუაშვილი
რატომ არის საგანგაშო ოპოზიციისთვის Fitch-ის ანგარიში - როგორც პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ამბობს, ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დაპირისპირება, რაც გამოხატა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობაში. გარდა ამისა, ლილუაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ სებ-ის სრულად კონტროლქვეშ მოქცევითაც კი ვერ შეძლო ლარის დასტაბილურება.
ანგარიში შეფასებულია, როგორც სერიოზული რისკების მატარებელი ცვლილება, ისევე როგორც პრეზიდენტის და სახელისუფლებო ინსტიტუტებს შორის დაპირისპირების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ტოტალურ კონტროლში მოაქცია ეროვნული ბანკი ხელისუფლებამ და პირდაპირ პარტიული დაქვემდებარების ქვეშ ჰყავს, ვერ მოახერხა ის, რომ ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფა მოეხდინა და ვერ მოახდინა ისიც, რომ ქვეყანაში ფასების დონე იმ ხარისხით არ გაზრდილიყო, რა ხარისხითაც იზრდება და ადამიანებმა ახალი წლის დღეებში ყველაზე მკაფიოდ დაინახეს ეს პრობლემა,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
სებ-ის კანონში ცვლილებები, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ანგარიში გამოაქვეყნა.