ძაღლის დაჭრა გორში - დაკავებულს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ
ძაღლის დაჭრა იარაღით - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში დაკავებულ პირს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
65 წლამდე კაცი ძაღლის დაჭრისთვის 13 იანვარს დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 259 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ძალადობისთვის დაკავებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ შუახნის კაცმა იარაღი მხოლოდ იმიტომ გაისროლა, რომ ცხოველის შეშინება უნდოდა. დაჭრილი ძაღლი ახლაც კლინიკაშია.