სად იყო ოპოზიცია? გაუგებრობაა - მიქანაძე ვეტერანებისთვის პენსიის მომატების გარეშე დატოვებაზე
რატომ არ მოემატა პენსია ვეტერანებს? - "ქართულ ოცნებაში" პასუხი არ აქვთ. ერთადერთი, რასაც მმართველი პარტიის დეპუტატები ამბობენ არის ის, რომ გაუგებრობა მოხდა პენსიასთან დაკავშირებით.
დეპუტატი გივი მიქანაძეს ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს და ამბობს, რომ ვეტერანების პენსიის ზრდასთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტებს კითხვა არ გასჩენიათ.
სად იყო ოპოზიცია, რომელიც წესით სადარაჯოზე უნდა იყოს, თუკი ასეთი საკითხი არსებობდა, როდესაც ბიუჯეტი იხილებოდა კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, ამ საკითხზე რატომ არ დასვეს შეკითხვა შესაბამისი? მაგრამ მეორე მომენტია, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ გაუგებრობას აქვს ადგილი,“ - ამბობს გივი მიქანაძე.
როდის გაეზრდებათ პენსია ომის ვეტერანებს და ყოფილ ძალოვანებს? დიდი სტაჟის და დამსახურების მქონე ადამიანები ღარიბაშვილის დაპირების შესრულებას ელოდებიან. პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ თვეების წინ ამბობდა, რომ 2024 წლიდან ომის ვეტერანების პენსია 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდებოდა. ყველას გაუჩნდა მოლოდინი, რომ დაპირება რეალობად იანვრიდან იქცეოდა, თუმცა ყოფილმაა პოლკოვნიკებმა, ოფიცრებმა და სამართალდამცველებმა ისევ ძველი პენსია აიღეს.