პრემიერის დაპირების მოლოდინში - როდის გაეზრდებათ პენსია ომის ვეტერანებს და ყოფილ ძალოვანებს?
როდის გაეზრდებათ პენსია ომის ვეტერანებს და ყოფილ ძალოვანებს? დიდი სტაჟის და დამსახურების მქონე ადამიანები ღარიბაშვილის დაპირების შესრულებას ელოდებიან. პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ თვეების წინ ამბობდა, რომ 2024 წლიდან ომის ვეტერანების პენსია 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდებოდა. ყველას გაუჩნდა მოლოდინი, რომ დაპირება რეალობად იანვრიდან იქცეოდა, თუმცა ყოფილმაა პოლკოვნიკებმა, ოფიცრებმა და სამართალდამცველებმა ისევ ძველი პენსია აიღეს.
ვეტერანები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ისინი, ფაქტობრივად, მოატყუა. ამობენ, რომ საინფორმაციო ვაკუუმში არიან და არ იციან, როდის შესრულდება მთავორბის დაპირება. ვეტერანები მოითხოვენ, რომ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს.
ყველა ელოდებოდა, რომ 14 იავარს, როცა არის ძალოვანების პენსიები, იქნებოდა უკვე გაზრდილი პენსია. ჩემი ინფორმაციით, ეს მოხდება 1 მაისიდან. იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უმოკლეს ვადაში დააზუსტებს ამ ყველაფერს და ალბათ განცხადებასაც გაავრცელებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვეტერანები ძალოვანი სტრუქტურების დაფასდნენ და ის 560 ლარიანი ჭერი, რომელიც არსებობდა, გაიზარდა 1000 ლარამდე. ეს არის ძალიან კარგი, უბრალოდ, პატარა საინფორმაციო ვაკუუმი გაჩნდა ამასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ეს გამოსწორდება, - ამბობს ვეტერანი.