ტიკარაძე ამტკიცებს, რომ ბავშვთა სახლში ჩატარებული შემოწმების შედეგები საპატრიარქოში გადაიგზავნა

24.06.21 17:18
ტიკარაძე ამტკიცებს, რომ ბავშვთა სახლში ჩატარებული შემოწმების შედეგები საპატრიარქოში გადაიგზავნა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამტკიცებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ჩატარებული შემოწმების შედეგები საპატრიარქოში გადაიგზავნა. საპატრიარქოში კი ამბობენ, რომ დოკუმენტი არ მიუღიათ. 

ეკა ტიკარაძე ამტკიცებს, რომ საპატრიარქოს პანსიონში შემოწმებაზე მეორედაც შევა ამჯერად უკვე ნინო ლომჯარიასთან ერთად.

დარღვევების შესახებ არის ინფორმაცია მიწოდებული. სოც.მუშაკები და ასევე რეგულირების სააგენტო, საპატრიარქოსთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში არიან, ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეფერხება არც კომუნიკაციის კუთხით, თანამშრომლობა არის საკმაოდ ღია. შემდეგ პერიოდში იგეგმება რეგულირების სააგენტოს განმეორებითი ვიზიტი იმისთვის, რომ დადგინდეს, დროსთან შესაბამისობაში რამდენად არის ხარვეზები გამოსწორებული. ასევე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქალბატონი უფლებადამცველიც გეგმავს ვიზიტს და ჩვენ ერთობლივად შევაფასებთ იმ პროგრესს რომელიც ამ პანსიონთან მიმართებით შეინიშნება"- განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები