რატომ უგვიანდებათ ვეტერანებს პენსიის გაზრდა? - მთავრობის რა გათვლაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიები
რატომ არ გაეზარდათ ვეტერანებს პენსია? - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მათთვის პენსიის გაზრდის თარიღს არჩევნების თარიღის მოახლოებას დაუკავშირდებს.
"ლელოს" დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ის პენსია, რასაც დღეს ვეტერანები იღებენ შურაცფხმყოფელია. მაშინ, როცა დეპუტატების ხელფასები მომდევნო მოწვევის პარლამენტში გაიზრდება, ნაცვლიშვილის შეფასებით, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ სახელმწიფოს ვეტერანების პენსიის ზრდა იანვრიდანვე უზრუნველეყო.
რასაც დღეს ქართული სახელმწიფო სთავაზობს ვეტერანებს არის სამარცხვინო და ღირსების შემლახავი. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ღირსების საკითხია, როგორ ექცევა ის თავის ვეტერანებს. მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას არ გაუჭირდა, რომ გაეზარდა დეპუტატის ხელფასი, რომელიც შემდეგი მოწვევის პარლამენტში ამოქმედდება და არა მიმდინარე და თქვა, რომ ეს ზრდაც კი არ არისო, დაკომპენსირება არისო და საკუთარი თავისთვის ხელფასების გაზრდა არ მოერიდა, მაშინ მათ ნამდვილად არ გახსენებიათ ვეტერანები, რაც კიდევ უფრო აჩვენებს მკაფიოდ მათ დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ,“ - ამბობს ნაცვლიშვილი.
ხელისუფლება რომ ამომრჩევლის ხმის მობილიზებას მოსყიდვის გზით ცდილობს, ამაში დარწმუნებულია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი. მისი შეფასებით, ვეტერანებისთვისაც პენსიის გაზრდა არჩევნებს დაუკავშირდება.
ქართული ოცნება ეცდება წინასაარჩევნო წლის განმავლობაში ყველა დაპირება დაუკავშიროს სწორედ არჩევნებს და არჩევნების თარიღს. ბუნებრივია, ის დაპირება, რომ ვეტერანებს პენსიები გაეზრდებოდათ პირველი იანვრიდან, გადავადდება და მაქსიმალურად მიახლოებული იქნება საარჩევნო პერიოდს, რათა ამ დახმარებით ამომრჩევლის და ხმების მოსყიდვა განახორციელონ,“ - ამბობს ბეჟაშვილი.
ხელისუფლება რომ უფრო მეტ პოპულისტურ ნაბიჯს წინასაარჩევნო პერიოდში გადადგამს, ამაში დარწმუნებულია "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.
ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ვისაც სჭირდება დახმარება არის პენსიონერები და მათ შორის ვეტერანები, ადამიანები, როლებმაც ბევრი გააკეთეს ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ახლა გადადებდნენ, ალბათ ვერ გათვალეს პოპულისტური დაპირების დროს, მაგრამ არჩევნების წინ ყველას გაახარებენ, იმიტომ, რომ არჩევნები არის პერიოდი, როცა ხალხი იბრუნებს ხმას და ნაწილობრივ იმ მოპარულს, რომელიც ხელისუფლებამ წაიღო,“ - ამბობს მანჯგალაძე.
როდის გაეზრდებათ პენსია ომის ვეტერანებს და ყოფილ ძალოვანებს? დიდი სტაჟის და დამსახურების მქონე ადამიანები ღარიბაშვილის დაპირების შესრულებას ელოდებიან. პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ თვეების წინ ამბობდა, რომ 2024 წლიდან ომის ვეტერანების პენსია 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდებოდა. ყველას გაუჩნდა მოლოდინი, რომ დაპირება რეალობად იანვრიდან იქცეოდა, თუმცა ყოფილმაა პოლკოვნიკებმა, ოფიცრებმა და სამართალდამცველებმა ისევ ძველი პენსია აიღეს.