არა, ბატონებო, მარტო არ დაგტოვებთ! - მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო უმრავლესობას

24.06.21 17:42
არა, ბატონებო, მარტო არ დაგტოვებთ! - მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო უმრავლესობას

ხმაურიანი დებატები პარლამენტში. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მისი გუშინდელი განცხადება მმართველმა პარტიამ არასწორად გაიგო. ,,ლელოს" ლიდერმა დღეს მმართველი გუნდს ტრიბუნიდან მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ვიღაცამ ისე გაიგო, თითქოს პარლამენტიდან გასვლას ვაპირებდი. არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ. არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული გაქვთ, რომ ამ დოკუმენტს ობსტრუქცია გაუკეთოთ.

იყო ელიტური კორუფცია წინა ხელისუფლების დროს, ახლაც საშინელი კორუფციაა. არ არსებობს სფერო და დარგი, რომელიც არ არის კორუმპირებული, სახელმწიფო უწყება, სადაც ნეპოტიზმი არ არის გამეფებული. ამიტომაც გთხოვთ, არა მარტო ოპოზიციონერებმა, არამედ ,,ოცნების" დეპუტატებმა მხარი დაუჭირეთ იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დავარეგისტრირეთ და რომელსაც ჰქვია ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ერთად დავიწყოთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

,,ლელოს" ლიდერის მოწოდებამ საპარლემენტო უმრავლესობის გაკვირვება გამოიწვია. ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ გაუგებარია ხაზარაძის ქმედება, რომნელიც  გუშინ საკანონმდებლო ორგანოს ტოვებდა და დღეს კოლეგებს კომისის შექმნის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

გუშინ ხაზარაძე ტოვებდა პარლამენტს,  მისი თანაგუნდელები არ ეთანხმებოდნენ, დღეს საგამოძიებო კომისიაზე ლაპარაკობს, როგორ შეიძლება, დატოვებულმა პოლიტიკოსმა საგამოძიებო კომისია შექმნას? - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

,,ლელოს" ლიდერმა გუშინ პარლამენტში განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს არ გააჩერებს, ის პარლამენტს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები