"პატიმრები კმაყოფილები არიან" - როგორ გაიგეს CPT-ის კრიტიკული დასკვნა იუსტიციის სამინისტროში

18.01.24 16:44
"პატიმრები კმაყოფილები არიან" - როგორ გაიგეს CPT-ის კრიტიკული დასკვნა იუსტიციის სამინისტროში

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას იუსტიციის სამინისტროში ეხმაურებიან.

დასკვნაში პრობლემურ საკითხებს ვერ ხედავს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილი. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ექსპერტებს როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე ვივა მედში არსებული მდგომარეობა დადებითად აქვთ შეფასებული.

მინისტრის მოადგილეს არ უხსენებია კრიტიკული ანგარიშის ის ნაწილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი და სადაც პირდაპირ წერია, რომ ვივა მედში არსებული პირობები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს და პირიქით, მჩაგვრელ და დამამცირებელ პირობებში იმყოფება.

ანგარიშში აღნიშნული არის, რომ არ დაფიქსირებულა პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა არის. ასევე, ექსპერტების შეფასებით, ყველა იმ მსჯავრდებულების უმრავლესობა, რომლებიც მკურნალობას გადიან კლინიკა „ვივა მედში“ არიან კმაყოფილები მიღებული სამედიცინო სერვისით და თავად ექსპერტებიც საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებენ, რომ ვივა მედში არის შექმნილი ყველანაირი პირობა, რომ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ პატიმრებს,“ - ამბობს ბექა ძამაშვილი.

მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს სააკაშვილის გამოჯანმრთელებას - ეს უმწვავესი შეფასება   ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია. კომიტეტმა კლინიკა "ვივა მედში" არსებული მდგომარეობა შეისწავლა.

 

მსგავსი სიახლეები