ოპოზიციას რომ ჰკითხო, ყოველდღე მზად არიან, რომ დაგვამარცხონ - შალვა პაპუაშვილი
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი, ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ზუსტი თარიღის დასახელება ოპოზიციის სურვილი იყო. მისი თქმით, ამ ფაქტმა ცხადჰყო, რომ ხელისუფლების ოპონენტები მათ დასამარცხებლად მზად არ არიან.
ოპოზიციას რომ ჰკითხო, ყოველდღე მზად არიან, რომ დაგვამარცხონ და აი, ასეთ დროს აღმოჩნდება ხოლმე რამენად, არ არიან დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მათთის ერთი კვირა, ორი კვირა შეიძლება, იყოს გადამწყვეტი. რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული არგუმენტია. ზოგადად, თავად იდეა, რომ კანონში ჩაიწეროს თარიღი არჩევნებვის, ეს მოდის ოპოზიციისგან, - ამბობს პაპუაშვილი.
თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა, 2 ოქტომბერს ჩატარდეს.