პოლიტიკური შურისძიება - პარლამენტში კრიტიკულად განწყობილი მხატვრის, გია ბუღაძის, კვალს შლიან
პარლამენტში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მხატვრის, გია ბუღაძის, კვალს შლიან. ბუღაძის მიერ მოხატულ ბაგრატოვანთა დარბაზს კედლებზე პლასტიკატის პანელები ააფარეს.
მხატვრის შემოქმედება მეფეთა დარბაზში უკვე ათწლეულებს ითვლის.
გია ბუღაძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკურ მიზანს ემსახურება და ხელისუფლება ასე ცდილობს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ხელოვანები დასაჯოს.
ვინაიდან მე არ ვარ პოლიტიკურად დიდი სიმპათიის გამომხატველი ამ ხელისუფლების მიმართ, პირიქით, მძაფრად ვაკრიტიკებ მათ და ეტყობა, გადაწყვიტეს, რომ ყველა ჩემი ნამოქმედარი ამოშალონ. ეს არის პირველი სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც ჩემს ნამუშევრებს ანადგურებენ. მინდა, დავიჯერო მათი ახსნა, რომ ამ ნამუშევრების გადარჩენა უნდოდათ. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. ვფიქრობ, რომ ამას შემადგენელი ნაწილი აქვს. ეს იყო ჩემი პოლიტიკურად დასჯის მცდელობა. კაცმა არ იცის, სად გახვრიტეს, რა ჩამოფხიკეს"- ამბობს მხატვარი.