ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს - ოპოზიცია

25.06.21 11:50
ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს - ოპოზიცია

თვითმმართველობის არჩევნების 2 ოქტომბერს ჩანიშვნით ოპოზიცია უკმაყოფილოა. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ოპონენტებს მოსამზადებლად რაც შეიძლება, ცოტა დრო დაუტოვოს. 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსს სათავისოდ ირგებს. 

„ქართული ოცნების“ მოტივაცია გასაგებია. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარ თავზე მოირგოს საარჩევნო კოდექსი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და ბოლო გამოკვლევებიც აჩვენებს, რომ 43%-ს  ვერაფრით ვერ გადალახავენ, რომელ ოქტომბერსაც არ უნდა ჩაატარონ, - ამბობს დეკანოიძე.

დროის სიმცირეზე საუბრობს „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილიც, თუმცა მისი თქმით, რაც უფრო ნაკლები დრო აქვს ოპოზიციას საარჩევნო კამპანიისთვის, მით უფრო ეფექტიანად უნდა იმუშაოს. 

არჩევნებამდე ცოტა დროა იმისთვის, რომ ჩვენ ვესაუბროთ ამომრჩეველს  და ვაჩვენოთ ის რეალური ალტერნატივა, რომლის შეთავაზებაც ოპოზიციას შეუძლია ამ ქვეყნის ჭაობიდან გამოსაყვანად, თუმცა რაც უფრო ცოტა დროა, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო კოორდინირებულად, კიდევ უფრო ეფექტიანად უნდა იმუშაოს ოპოზიციამ, - ამბობს ნაცვლიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები