სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს როგორც პოლიტიკური პატიმარი - ჭიაბერაშვილი
სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს როგორც პოლიტიკური პატიმარი - ამ განცხადებას "პირველებთან" ზურაბ ჭიაბერაშვილი აკეთებს.
ჭიაბერაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა დაბრუნდეს, რეალურად, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მწვავე დასკვნის გადაფარვას ემსახურება.
რუსული ოცნების განცხადებები, მათ შორის, რაც გამოქვეყნდა წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნა ემსახურება იმას, რომ გადაფაროს ის უმძიმესი შეფასებები, რაც ამ დასკვნაში წერია. ამ დასკვნაში წერია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება კლინიკა ვივა მედში, ოღონდ ეს არ ნიშნავს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ის უნდა გათავისუფლდეს, გათავისუფლდეს იმის გამო, რომ ცუდად არის, ან სათანადოდ არ მკურნალობენ, ის უნდა გათავისუფლდეს როგორც პოლიტიკური პატიმარი,“ - ამბობს ჭიაბერაშვილი.
პრორუსული "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტმა სასჯელი არა "ვივა მედში", არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადოს.