მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს - ფარულავა

19.01.24 15:17
მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს - ფარულავა

"ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის კარგად," - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აკეთებს.

ლაშა ფარულავა ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა დაბრუნდეს. 

მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, თუ ვსაუბრობთ თავისუფალ, სამართლიან არჩევნებზე და უნდა მიეცეს საშუალება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამის ეშინიათ რუსულ ძალებს არჩევნებში და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის კარგად,“ - ამბობს ლაშა ფარულავა.

პრორუსული "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტმა სასჯელი არა "ვივა მედში", არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადოს.  

 

მსგავსი სიახლეები