ნაცემი პოლიციელი - გორში მომხდარი ფაქტის დეტალები

25.06.21 12:19
ნაცემი პოლიციელი - გორში მომხდარი ფაქტის დეტალები

ახალი დეტალები გორის ცენტრში გუშინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ - ნაცემია პატრულის თანამშრომელი, ვახტანგ მღებრიშვილი. დაკავებული კი 21 წლის საბა ყანჩაველია. 

ახალგაზრდა წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება ბრალის წარდგენას. 

ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობელები აქვს. 

გამოძიება დაწყებულია. პოლიციელზე თავდასხმის მუხლის საქმეში არ ფიგურირებს არავითარი ბლაგვი საგანი. ყველაფერი მოხდა წამიერად, რომელსაც არ უძღოდა არავითარი სახის კონფლიქტი, არანაირი კომუნიკაცია პატრულის თანამშრომელთან",- აცხადებს დაკავებულის ადვოკატი. 

თვითმხილველების თქმით კი, ფიზიკური დაპირისპირება პატრულის მიერ მოქალაქის გაჩერებას მოყვა.