მოვუწოდეთ პარლამენტს, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი - ჰარცელი

25.06.21 12:29
მოვუწოდეთ პარლამენტს, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი - ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას,  სანამ სრულმასშტაბიანი მსჯელობა არ იქნება, შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, მე რამდენჯერმე უკვე გამოვხატე ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი და იფიქროს არსებულ ვითარებაზე იქამდე, სანამ მომავალ ნაბიჯებს გადადგამს და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება. კარგი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებებისა და წინსვლის სულისკვეთება 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე სრულად შესრულდება - აცხადებს კარლ ჰარცელი.

ევროკავშირის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ დისკუსიები მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით გაგრძელდება და საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეებისთვის სასიკეთო და აუცილებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.