კობახიძე სააკაშვილზე: თუ საუბარია დისკრიმინაციაზე, ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია

19.01.24 19:10
კობახიძე სააკაშვილზე: თუ საუბარია დისკრიმინაციაზე, ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია

"როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, ეს არის ერთგვარი დისკრიმინაციული მდგომარეობა იმიტომ, რომ ის არის პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით", - ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს.

მაშინ, როდესაც ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ანგარიშში წერს, რომ სააკაშვილთან მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემოა შექმნილი, კობახიძე ამბობს, რომ "პოზიტიურ დისკრიმინაცია" შეიძლება ეწოდოს იმ მდგომარეობას, რაშიც მესამე პრეზიდენტია.

წესით და რიგით, ალბათ ეს ადამიანი უნდა იყოს ციხეში, თუმცა არის სხვადასხვა ფაქტორი, რის გამოც შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას მისი პრივილეგირებულ მდგომარეობაში დატოვების თაობაზე. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები და საფუძვლები, ეს ასე ჩანს. თუ საუბარია დისკრიმინაციაზე, ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია. კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, სინამდვილეში არის კლინიკაში, ოროთახიან პალატაში მოთავსებული. სპეკულაციები ხშირად გვესმის ამ თემასთან დაკავშირებით და აქვე უნდა გავიხსენოთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადამიანების წამებასთან ციხეებში, არაჰუმანურ მოპყრობასთან და ასეთი ადამიანი დღეს არის ოროთახიან პალატაში განთავსებული, რაც იმ საერთო წინსვლაზე მიანიშნებს, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მიმართულებით“.-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები