,, ოცნება" ისტერიულად ცდილობს, გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს ჩაუდოს - გია ხუხაშვილი

25.06.21 13:06
,, ოცნება" ისტერიულად ცდილობს, გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს ჩაუდოს - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ,,ქართულ ოცნებას" საკუთარი ამომრჩევლის სიბრიყვის იმედი აქვს, როცა  სააკაშვილისა და გახარიას შესაძლო ალიანსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გახარიასაც და სააკაშვილსაც მშვენივრად ესმით, რომ მათი ნებისმიერი ფორმით შეთანხმება ორივეს აზიანებს - სააკაშვილის ამომრჩევლისთვის “თვალთხარია” კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც სააკაშვილია მიუღებელი გახარიას ამომრჩევლისთვის.
მიუხედავად ამისა, ,,ქართული ოცნება" ისტერიულად ცდილობს ისინი ერთმანეთს ჩაუდოს.
რისი იმედი აქვთ?
საკუთარი ამომრჩევლის ზღვარგადასული სიბრიყვის, რომელსაც გონიათ რომ ნებისმიერ სისულელეს შეაჭმევენ.
შენ, ვისაც კობახიძე გელაპარაკება...არ გიტყდება?! - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

სამთავრობო მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  და ექსპრემიერი გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები