,,ოცნებას" ახალი ფავორიტი ჰყავს - ვისთან მიდის მილიონები?
,,ოცნებას" ახალი ფავორიტი ჰყავს - შპს ,,ერტე-დე". მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანია ტენდერებით გამდიდრებულია. კვლევა "ფლანგვის დეტექტორმა" გამოაქვეყნა.
,,ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კომპანის ხელმძღვანელობამ ,,ქართული ოცნებას" 25 ათასი შესწირა, ,,ერტე-დე"-მ 86 მილიონი ღირებულების ტენდერები მოიგო.
ამ კომპანიის მფლობელი, ლუხუმ ქართლოსიშვილი, ,,ოცნების" მსხვილი შემომწირველია, 2016 წელს მას ,,ოცნებისთვის" 25 ათასი ლარი აქვს გადარიცხული. აღსანიშნავია, რომ მან პირველი ტენდერი ამ შემოწირულობის გაკეთებამდე ერთი თვით ადრე მოიგო. შემდეგ კი დარჩენილი 74 ტენდერი.
კომპანიამ, რომელიც საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას ტენდერებში 2015 წლამდე, მას შემდეგ, რაც შემოწირულობა გააკეთა მმართველ პარტიაში, მიიღო ბიუჯეტიდან 85 მილიონი ლარი - აცხადებს დათო მჟავანაძე, კორუფციის მკვლევარი.