უფასო სასადილოს ულუფა პრემიერს - პერფორმანსი პარლამენტში
პერფორმანსი პარლამენტში - „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრები პრემიერის დახვედრას განსხვავებულად გეგმავდნენ, თუმცა აპარატის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ოპოზიციის წევრებს სურდათ, სხდომათა დარბაზთან მაგიდა განეთავსებინათ, სადაც უფასო სასადილოს ულუფას დადებდნენ.
ამით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეეცდებოდა, ხელისუფლებისთვის შეეხსენებენია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდა.
პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს ანგარიშს ჩააბარებს. პრემიერისთვის ოპოზიცია მწვავე კითხვების დადასმელად ემზადება.