მოსამართლეების დანიშვნა - სოზარ სუბარის თქმით, ელჩები შეუძლებელს ითხოვენ

25.06.21 13:35
მოსამართლეების დანიშვნა - სოზარ სუბარის თქმით, ელჩები შეუძლებელს ითხოვენ

ევროკავშირის და ამერიკის ელჩების განცხადებები უცნაურად ეჩვენება „ქართული ოცნების“ წევრს, სოზარ სუბარს. სუბარი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებისგან შეუძლებელს ითხოვენ, რადგან მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება სასმართლო რეფორმასა და საქმეების განხილვას შეაფერხებს.  

ძალიან მიკვირს, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც მართლა რეალობასთან არ არის ახლოს იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულა ყველა დაპირება, ყველა წინადადება, რომელიც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში და უფრო მეტიც კი გავაკეთეთ. ჩვენ რომ გავაჩეროთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევაფერხოთ სასამართლო რეფორმა და ჩვენ შევაფერხოთ საქმეების განხილვა სასამართლოებში, - ამბობს მმართველი გუნდის წევრი. 

მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას უცხოელი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებისგან რიგ-რიგობით ითხოვენ.