ვმუშაობთ, რათა გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერი პარლამენტის წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა, რომელზეც მთავრობის გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ეფექტურად მუშაობს, რათა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე გათავისუფლდეს.
საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები. მათ შორის ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა - აღნიშნა პრემიერმა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ზაზ გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავა, სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 11 თვეზე მეტია, რაც ოჯახი უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ითხოვს.