თუ გადაწყდება ყველა საკითხი, ჩვენ პლებისციტზე თანახმა ვართ - გიგა ბოკერია

13.03.21 12:48
თუ გადაწყდება ყველა საკითხი, ჩვენ პლებისციტზე თანახმა ვართ - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მისი პარტია  პლებისციტზე თანახმა იქნება. 

ჩვენი აზრით, ყველა სხვა საკითხი თუ წყდება, მელია თავისუფალია, რურუა თავისუფალია, საარჩევნო სისტემაზე, რეგულაციებზე, რა გზითაც გვჭირდება სვლა და რაც შეთავაზებებშია, სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები, რომელიც არის პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში იქაც ვიძვრით და დარჩა ეს საკვანძო სკითხი და აქ კომპრომისი გახდა აუცილებელი, რომ ხალხს ვკითხოთ სურთ თუ არა ვადამდელი არჩენების ჩატარება, ამ ყველაფრის შეცვლის შემდეგ, დიახ ჩვენ ამაზე თანახმა ვიქნებით,-თქვა ბოკერიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩისა" და "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერებს დღეს, დილით შეხვდა. შეხვედრაზე  იმყოფებოდნენ "ლეობორისტული"პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და "მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი.  

მსგავსი სიახლეები