სანქცირებაზე წუწუნი, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენ - აბესაძე "ქართუზე"

22.01.24 12:59
სანქცირებაზე წუწუნი, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენ - აბესაძე "ქართუზე"

ბიძინა ივანიშვილი თავის მართლების რეჟიმშია. დღევანდელი დღე ოლიგარქის საგანგებო განცხადებით დაიწყო, რომელიც "ტვ პირველის" რეპორტაჟს ეძღვნებოდა - "მე ვარ სანქცირებული" - კიდევ ერთხელ იმეორებს ბიძინა ივანიშვილი საგანგებო წერილში.

ფონდი "ქართუ" ამტკიცებს, რომ სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო, ქველმოქმედებას ემსახურება. სამშენებლო ბიზნესიდან მიღებულ მოგებას კი საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.

კითხვებიც სწორედ აქ ჩნდება - ფონდი "ქართუ" ანგარიშებს მალავს, შესაბამისად, უცნობია, რა საქველმოქმედო პროექტებზე ლაპარაკი და ვის აძლევენ ფულს. არადა, კანონით ეს ყველაფერი ღია უნდა იყოს. ის, რაც ივანიშვილისთვის ქველმოქმედებაა, შესაძლოა, პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს.

ვნახეთ ივანიშვილი, რომელიც "ქართუ" ფონდის კუთვნილი კომპანიებით საკუთარ პირად რეზიდენციას იშენებს თაბორის მთაზე. სამი წელია, გასაიდუმლოებულია ფონდი ქართუს ანგარიშები და ჩვენ არ ვიცით, რა რაოდენობის თანხა იხარჯება, რამდენია შემოწირულობა, რაში იხარჯება ეს თანხები და ამ ყველაფრის ფონზე რა თქმა უნდა, საუბარი გამჭვირვალობაზე არის სასაცილო. სინამდვილეში, ქართუ ფონდი არის მართლაც ბუნდოვანი, გასაიდუმლოებული ორგანიზაცია, რომელიც მაღალი ალბათობით, ალბათ, გამოიყენება ივანიშვილის პირადი კეთილდღეობისთვის და თანხები მიდის სხვადასხვა დეველოპერულ პროექტებზე, რომლებსაც არაფერი საერთო ქველმოქმედებასთან არ აქვს. წუწუნი ამ სანქცირებაზე და თანხების გაჩერებაზე, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს, რა თანხებით ფუნქციონირებს ფონდი, ხომ არ ხდება ამ შემოწირულობა თუნდაც რუსი სანქცირებული ოლიგარქებისა,“ - ამბობს ირაკლი აბესაძე.

მსგავსი სიახლეები