ბინძური კამპანიაა. განხორციელებულ პროექტებზე წიგნები არის გამოცემული - კალაძე ივანიშვილზე
ივანიშვილის დეველოპერული გეგმები - ოლიგარქის დაცვას მმართველი პარტიის ლიდერები დილიდან ცდილობენ.
მას შემდეგ, რაც ტვ პირველის ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ, ფონდმა "ქართუმ" საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავის მართლების რეჟიმშია და სადაც ფონდი "ქართუ" ამტკიცებს, რომ სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო, ქველმოქმედებას ემსახურება. სამშენებლო ბიზნესიდან მიღებულ მოგებას კი საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ "ბინძური კამპანია" მიმდინარეობს, რომ ივანიშვილი ქველმოქმედია და განხორციელებულ პროექტებზე "წიგნებიც არის გამოცემული".
ეს არის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მიზანმიმართული ბინძური კამპანია და დღეს არ დაწყებულა. მილიარდობით დოლარი არის დახარჯული მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს პროექტებზე და რა თქმა უნდა, როდესაც ხარ წარმატებული, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებ, არის შემოტევები, რომ როგორმე დაგაზიანონ.
(რატომ არის ანგარიშები გასაიდუმლოებული?) თუ ეს ასე არის, ეჭვი გეპარებათ იმ განხორციელებულ პროექტებზე, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა, კეთდება დღესაც, ამაზე წიგნები არის გამოცემული,“ - ამბობს კალაძე.