რა პროექტებსაც ფონდი ახორციელებს, ივანიშვილის რამდენიმე თაობა იქიდან ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებს - ვოლსკი
„ნამდვილ პოლიტიკოსებს ბერიკაობა არ უხდებათ, და ეს ბერიკაობა მიმდინარეობს ახლა, კლოუნადაა შექმნილი,“ - ასე იცავს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიძინა ივანიშვილს.
მას შემდეგ, რაც ტვ პირველის ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ, ფონდმა "ქართუმ" საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავის მართლების რეჟიმშია და სადაც ფონდი "ქართუ" ამტკიცებს, რომ სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო, ქველმოქმედებას ემსახურება. სამშენებლო ბიზნესიდან მიღებულ მოგებას კი საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.
დეპუტატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია და ფონდი ქართუს პროექტებს მოგება არ მოაქვს.
ადამიანმა, რომელმაც შექმნა ფონდი და თავისი რესურსები, რაც ჰქონდა, ფონდს გადაურიცხა მისი დიდი ნაწილი და ეს ფონდი საქველმოქმედო თუ სხვა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, აქ რა კორუფციაზე ან მოგებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. რა პროექტებსაც ფონდი ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე თაობა იქიდან ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებს,“ - ამბობს ვოლსკი.