ფულადი მაქინაციებისთვის ივანიშვილს აქვს ბანკი ქართუ, ქველმოქმედებისთვის რასაც ხარჯავენ, ამით მალავენ გადასახადებს - ცისკარიშვილი
"ერთი მხრივ, ფულადი მაქინაციებისთვის ბატონ ივანიშვილს და ამ დაჯგუფებას აქვს თვითონ ბანკი ქართუ, ქველმოქმედებისთვის რასაც ხარჯავენ, ამ ინსტრუმენტით ისინი მალავენ გადასახადებს," - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი აკეთებს.
მას შემდეგ, რაც ტვ პირველის ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ, ფონდმა "ქართუმ" საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავის მართლების რეჟიმშია და სადაც ფონდი "ქართუ" ამტკიცებს, რომ სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო, ქველმოქმედებას ემსახურება. სამშენებლო ბიზნესიდან მიღებულ მოგებას კი საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.
როგორც პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი ერთადერთ რამეს ცდილობს და ეს საკუთარი ფინანსური სარგებლის ნახვაა.
საბოლოო ჯამში, არც ქველმოქმედება ხორციელდება და არც რაიმე საქმე კეთდება ეკონომიკისთვის. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა რომ რაც შეიძლება სწრაფად და დიდი რაოდენობის ფული ამოწუროს ქართული ეკონომიკიდან ამას ემსახურება ყველა ის მექანიზმი და ინსტრუმენტი, რაც მან თავის ფინანსურ იმპერიაში შექმნა,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.