ივანიშვილი ამ ქვეყანაში ფულის კეთებით არის დაკავებული - საბა ბუაძე
"ივანიშვილი ამ ქვეყანაში ფულის კეთებით არის დაკავებული," - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი საკრებულოში საბა ბუაძე აკეთებს.
ბუაძის შეფასებით, ფონდი ქართუს მიერ ფინანსური დოკუმენტების გასაიდუმლოოება, ეჭვებს აღრმავებს.
ფონდი ფინანსური მოგების და შემოსავლების მიღებითაა დაკავებული და ამას ადასტურებს ყველა ის ბოლო ტრანზაქცია, რომელიც უკავშირდება მათ უძრავ ქონებას ან მათ მირ გაყიდულ უძრავ ქონებას. ის, რომ ივანიშვილი ქართუ ფონდს იყენებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს საზოგადოებისთვის ცხადია და ის, რომ ფონდი არ ასაჯაროებს ინფორმაციას, ამ ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს,“ - ამბობს საბა ბუაძე.
მას შემდეგ, რაც ტვ პირველის ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ, ფონდმა "ქართუმ" საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავის მართლების რეჟიმშია და სადაც ფონდი "ქართუ" ამტკიცებს, რომ სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო, ქველმოქმედებას ემსახურება. სამშენებლო ბიზნესიდან მიღებულ მოგებას კი საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.