"ქართუ" ხარჯავს ფულს ქველმოქმედებაში, მაგრამ ეს ფული ხუთმაგად არის ამოღებული საქართველოს ბიუჯეტიდან - გოცირიძე

22.01.24 15:17
"ქართუ" ხარჯავს ფულს ქველმოქმედებაში, მაგრამ ეს ფული ხუთმაგად არის ამოღებული საქართველოს ბიუჯეტიდან - გოცირიძე

"ქართუ ხარჯავს ფულს ქველმოქმედებაში, მაგრამ ეს ფული ხუთმაგად არის ამოღებული საქართველოს ბიუჯეტიდან," - ამ განცხადებას "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აკეთებს.

გოცირიძე ფონდი ქართუს და ბიძინა ივანიშვილის გასაიდუმლოებულ ქონებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ ამ ფონდს არის ამოფარებული ივანიშვილის ოჯახი.

ბიძინა ივანიშვილის ქონება თითქმის მილიარდით გაიზარდა "ფორბსის" ბოლო ინფორმაციით, თუმცა ეს მილიარდები სად არის თავმოყრილი, არავინ იცის, ყველაფერი გასაიდუმლოებულია და ფონდი ქართუ არის შირმა, რომელსაც ამოფარებული არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი. რა თქმა უნდა, ქართუ ხარჯავს ფულს ქველმოქმედებაში, მაგრამ ეს ფული ხუთმაგად არის ამოღებული საქართველოს ბიუჯეტიდან და იმ სახელმწიფო საწარმოებიდან, რომლის უშუალო კონტროლს ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი და მისი კლანი,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

მას შემდეგ, რაც ტვ პირველის ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ, ფონდმა "ქართუმ" საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავის მართლების რეჟიმშია და სადაც ფონდი "ქართუ" ამტკიცებს, რომ სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო, ქველმოქმედებას ემსახურება. სამშენებლო ბიზნესიდან მიღებულ მოგებას კი საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.

 

მსგავსი სიახლეები