სკანდალური სამთავრობო ჩარტერი - რას იზამს კომისია, რომელიც თავად პრემიერმა დააკომპლექტა

22.01.24 15:56
სკანდალური სამთავრობო ჩარტერი - რას იზამს კომისია, რომელიც თავად პრემიერმა დააკომპლექტა

რა ქონების მფლობელები არიან პრემიერ მინისტრი, მინისტრები, თბილისის მერი და ოცნების თავმჯდომარე -  კომისიის წევრები,  რომლებმაც აღნიშნული სია დააკომპლექტეს, ყურაღებას რამენიმე ქეისზე ამახვილებენ. საქართველოს "ანტიკორუფციული პროგრამის" მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი პრემიერის ქეისზე საუბრობს, რომელზეც ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" მომაზადა.

მისი თქმით, საინტერესოა, რა შედეგს დადებს ანტიორუფციული ბიურო ღარიბაშვილის ქეისთან დაკავშირებით. 

სია საკმაოდ ფაროა, ის მოიცავს ძალიან ბევრ საჯარო დაწესებულებას. ყველა იმ საჯარო დაწესებულებას, სადაც არის მომატებული კორუფციის რისკი. მათ უკვე შეამოწმეს, მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრის დეკლარაცია, რომლის შედეგები ჯერ ჩვენ არ ვიცით, რადგან ანტიკორუფციული ბიურო ჯერ არ აქვეყნებს მონიტორინგის შედეგებს. მათ პრემიერ-მინისტრის დეკლარაციის შემოწმება წელსაც მოუწევთ და ძალიან საინტერესოა, რა შედეგს დადებს ანტოკორუფციული, რომლის უფროსიც პრემიერმა დანიშნა, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი.

კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური კი ყურადღებას პრემიერის სკანდალურ ჩარტერზე ამახვილებს. მისი თქმით, კითხვები არსებობს საჩუქრად მიღებული საეჭვო თანხებთან დაკავშირებითაც. 

მოხვდა აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური ნაწილი თითქმის სრული შემადგენლობით. ეს ეხება ყველა მინისტრს და მინისტრის ყველა მოადგილეს. კითხვებია თავად პრემირთან დაკავშირებით, საჩუქრად მიღებული საეჭვო თანხა, რომელიც გამოიყენა საკუთარი ოჯახის წევრისთვის სახელმწიფო თვითმფრინავი. არსებობდა სერიოზული კითხვის ნიშნები ეარმომავლობსათან და სახელმწიფო რესურსები ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. მათ უკავიათ თანამდებობა, რომელიც ატარებს კორუფციის მაღალ რისკს. პირველი კრიტერიუმი იყო ეს, ხოლო მეორე კრიტერიუმი იყო წლის განმავლობაში შერჩეულ თანამდებობის პირთან დაკავშირებით დაფიქსირებული ინციდენტები, - ამბობს კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური.

ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. 

ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის" გამო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებს შეისწავლის. 

კიდევ ვინ არიან სიაში, ნახეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები