"ოცნების" ლიდერების წინასაარჩევნო "განბანვა" - რომან გოცირიძე ჩინოვნიკების შემოწმებაზე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ "ოცნების" მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმება წყალს მხოლოდ მათ ნიადაგზე დაასხამს. ოპოზიციის წევრის თქმით, არნიშნული მონიტორინგის წინდაწინ დაანონსება სწორედ ამაზე მიუთითებს.
პირდაპირ ადლაგდა მთელი უფოროსბა "ქართული ოცნების" პრემიერიდან დაწყებული და დამთავრებული მურუსიძით. თუ წინასწარ გააფრთხილებ, ყველაფერს ლამაზად დაუწერ და შემეგ წინასაარჩევნოდ გამოაცხადებ, რომ აი, ხომ ხედავთ, მთელი "ქართული ოცნება" შევამოწმეთ და ვერავითარი ხარვეზი ვერ ვიპოვეთ, ეს პირიქით, გამოდის წინასაარჩევნოდ განბანვა "ქართული ოცნების" ლიერების, - ამბობს რომან გოცირიძე.
ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო.
ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის" გამო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებს შეისწავლის.
კიევ ვინ მოხვდა სიაში, იხილეთ აქ.