თუ უნდა, ვინმე შევუსახლოთ,აუცილებლად შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში საკანშიც - ბრეგაძე სააკაშვილზე
(სააკაშვილს) თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში საკანშიც - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.
ბრეგაძემ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაზე საუბრისას თქვა, რომ დღეის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 3 ათასი ვიზიტორი.
დასკვნაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითქოსდა ის არის მარტო და ფაქტობრივად სამარტოო საკანს უთანაბრდება ეს გარემოება. რას ნიშნავს მარტო ყოფნა - ეს არის მისი სურვილი, რომ საკანშიც და პალატაშიც მარტო ყოფილიყო. მას დღეის მდგომარეობით ჰყავდა 3 ათასი ვიზიტორი არასრულ 2 წელიწადნახევარში. ახლა იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს, რომ ადამიანი არის მარტო. როდესაც ყოველდღიურად სტუმრობენ ოჯახის წევრები და საათებს ატარებენ მასთან. თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ. გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და ვიპოვით ვინმე სხვა პატიმარს, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ როგორც პალატაში, ასევე შემდგომში საკანშიც", - თქვა ბრეგაძემ.
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ანგარიშში წერს, რომ სააკაშვილთან მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემოა შექმნილი.