13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს

22.01.24 18:06
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერს პროკურატურა.

სასტიკი დანაშაული კახეთში - 14 წლის გოგო ბიძამ (მამიდის ქმარმა) გააუპატიურა. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) მომხდარის შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

 

მსგავსი სიახლეები