14 წლის გოგონამ საშველად დედას დაურეკა, უთხრა, რომ ბიძამ იძალადა - სასტიკი დანაშაული კახეთში
სასტიკი დანაშაული კახეთში - რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ 14 წლის გოგო ბიძამ (მამიდის ქმარმა) გააუპატიურა. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) მომხდარის შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც "შაბათის ეთერმა" გაარკვია, მოზარდზე 45 წლის კაცმა, ფერმაში იძალადა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი ადგილზე მიატოვა.
არსებული ინფორმაციით, გოგონამ დედის მობილურზე დარეკვა მოახერხა და უთხრა, რომ ბიძამ ის გააუპატიურა. არასრულწლოვანი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ბავშვი, ამჟამად უსაფრთხო გარემოშია და "ტვ პირველის" ინფორმაციით, გამოძიებას დედის თანდასწრებით ჩვენება მისცა.
დღის ბოლოს კი, პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც 14 წლის ძმისშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დაჭრა.
ყველა დეტალი უმძიმესი ფაქტის შესახებ გაიგეთ მარიამ გაფრინდაშვილის ჩართვიდან