მზადება გადამწყვეტი არჩევნებისთვის - ცესკოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეხვედრა იმართება
შეხვედრა გადამწყვეტი არჩვნების წინ - პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო კომისია დღეს თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდნენ. ამ წუთებში იწყება მოლარაკებები, სადაც მაგიდის გარშემო პოლიტიკური პარტიების პირველი პირები და საარჩევნო ადმინისტრაციის შეფები სხედან.
ოპოზიცია ამ შეხვედრაზე აპირებს, დაასახელოს ის მოთხოვნები, რომლის შესრულების შემთხვევშიც არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩაითვლება. მნიშვნელოვან საკითხებს შორის ოპოზიცია ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლებას და საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბნის გახსნას ასახელებს. საუბარი შეეხება არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებასაც.
ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა ამ იმყოფება საქართველოში, მათ არ ეძლევათ კენჭის ყრის დღეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და სამწუხაროდ, მათი ხმები, პრაქტიკულად, დაკარგულია, იმიტომ, რომ ყველაზე რეკორდული მაჩვენებელი იყო დაახლოებით 13000 ხმა, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოსულა საქართველოში მაშინ, როდესაც ვიცით, რომ დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამემამულე არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ყველაზე რეალისტური გზა, ამ შემთხვევაში, გაცილებით უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნა, - ამბობს "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე.
ზურა გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სიების შედგენაც, რადგან შესაძლოა, არჩევნების გასაყალბებლად ეს საკითხი მანიპულაციურად იყოს გამოყენებული.
კითხვები არის დაკავშირებული სიებთან, როგორ ხდება ამ სიების შედგენა, როგორ ხდება ამ სიების შეყვანა სისტემაში და რამდენად შესაძლებელია ამ სიების გადამოწმება. ამ წუთის მდგომარეობით, მექანიზმი, რომელზეც ჩვენ გვეუბნება ცესკო, რომ შეგიძლიათ გადაამოწმოთ სიები რამდენად სწორია, არის ტექნიკურად შესაძლებელი, ოღონდ მაგას დასჭირდება ასი წელი.
აქ არ ვიცი, რამდენად მექნება საშუალება, რომ ემიგრანტებთან დაკავშრებით დავსვა კითხვა. ყოველ შემთხვევაში მასთან პირადად გასაუბრებაზე გარკვეული შეთავაზების გაკეტებას ვაპირებ, - ამბობს ჯაფარიძე.
განსახილველ საკითხებზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმაც
ჩვენ მათ მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით და იმ გზასთან დაკავშირებით, რაც გაიარა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ჩვენ ქვეყანაში. 2018 წლიდან დღემდე რვა პილოტი, მცირემასშტაბიანი თუ ფართომასშტაბიანი ჩატარდა, რომელმაც ჩვენ ეტაპობრივად მოგვცა შესაძლებლობა, რომ გავითვალისწინოთ და დავაზღვიოთ ყველა რისკი და საფრთხე, რომელიც ამ პროცესში გამოიკვეთა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის შედეგად, - თქვა კალანდარიშვილმა.
პროცესს საერთაშორისო პარტნიორები აკვირდებიან. შეხვედრას ესწრებიან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.