კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქებისას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს "მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი დააკავეს.
"პუბლიკას" ინფორმაციით, ის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი და მის ინტერესებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავს. ამ განყოფილებაში კიდევ 10-მდე დაკავებულია.
აქციის გაშუქებისას, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვა ჟურნალისტებსაც. მათ შორის "სფერო TV"-ის ჟურნალისტი და ოპერატორი, ასევე "მაუწყებლის" კორესპოდენტი საკუთარი ავტომობილიდან ჩამოათრიეს.