არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას პატიმრობა შეეფარდა
გურჯაანის რაიონული სასამართლომ 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
სასტიკი დანაშაული კახეთში - 13 წლის გოგო ბიძამ (მამიდის ქმარმა) გააუპატიურა. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) მომხდარის შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.