ხმაურიანი გამოსახლება კეკელიძის N1-იდან - ვინ არის სკანდალური მევახშე?

23.01.24 16:59
ხმაურიანი გამოსახლება კეკელიძის N1-იდან - ვინ არის სკანდალური მევახშე?

ვინ არის მევახშე  დარეჯან დვალი  საჩხერიდან, რომლის გამოც დღეს კეკელიძის ქუჩაზე ხუთ სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ათობით მოქალაქე კი პოლიციამ დააკავა და ცემა. 

 "ტვ პირველმა"  გაარკვია, რომ 68 წლის კერძო იპოთეკარი თბილისში  6 ბინის მფლობელია, მის სახელზეა რეგისტრირებული საჩხერის რაიონში  7 მიწის ნაკვეთიც.

დღეს დაწყებული სპეცოპერაცია კი კეკელიძის ქუჩაზე  20 ადამიანის დაკავებით დასრულდა. ორს რამდენადმე წლიანი ციხე ემუქრება. ბრალდებულებს შორის არიან ჟურნალისტები და აქტივისტები. 

 ხელბორკილები დაადეს "მთის ამბების" რედაქტორ გელა მთივლიშვილსაც. დაკავებულების ნაწილი ახლა სასამართლოში გადაჰყავთ. იპოთეკით დაზარალებულთა მხარდასაჭერად კი თქვენსაში ახალი პროტესტი იწყება, სამოქმედო გეგმა 7 საათზე გასაჯაროვდება. 

მსგავსი სიახლეები