ვესაუბრები გახარიას, გვაქვს შეხვედრები - ბესელია ყოფილი მეოცნებეების შესაძლო გაერთიანებაზე

23.01.24 17:12
ვესაუბრები გახარიას, გვაქვს შეხვედრები - ბესელია ყოფილი მეოცნებეების შესაძლო გაერთიანებაზე

შედგება თუ არა ყოფილი მეოცნებეების გაერთიანება გადამწყვეტი არჩეავნების წინ - გიორგი გახარია ირწმუნება, რომ მისი გუნდი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გაერთიანდება და ბრძოლას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მარტო აპირებს.

თუმცა "პირველების" ინფორმაციით, ექსპრემიერი "ოცნებიდან" წასულებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს უკვე მართავს.

ერთ-ერთი ეკა ბესელიაა, რომელიც არ უარყოფს, რომ ყოფილი მეოცნებეების გაერთინების იდეაზე საუბარი გახარიასთან პირადად ჰქონდა.

რა იქნებოდა უკეთესი, ამაზე ვესაუბრები რამდენიმე პარტიას. ვესაუბრები მათ შორის გიორგი გახარიას, ჩვენ გვაქვს ასეთი შეხვედრები და საუბრები. პირადად არ ვუყურებ ახლა, რომ პარტიული კუთვნილება და პარტიული სახელია მთავარი. არ ვუყურებ ასე, მე ვფიქრობ, რომ ბუნებრივად როგორც უკეთესი იქნება, რომ მიზნისთვის უკეთესი ფორმა შეირჩეს, ამ ფორმებზე ვფიქრობ და ასე მივიღებ მომავალშიც გადაწყვეტილებას,“ - ამბობს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები