10 წლის გეგმას ვინ გიწერთ? - ხაზარაძე პრემიერს

25.06.21 17:47
10 წლის გეგმას ვინ გიწერთ? - ხაზარაძე  პრემიერს

ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენ 10 წლის გეგმას გიწერთ და რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს 10-წლიანი გეგმა იქნება წარმატებული, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა. ოპოზიციის წევრის თქმით,  9 წლის განმავლობაში მმართველმა გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, წარმატება პრემიერისთვის და ქვეყნისთვის სხვა და სხვა მნიშვნელობის მატარებელია. 

თქვენ დღეს ისაუბრეთ ახალი 10-წლიანი გეგმის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს ნანახი, საერთაშორისო დონის ბევრში მონაწილეობა მაქვს მიღებული. ჩემი კითხვაა - ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენ 10 წლის გეგმას გიწერთ და რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს 10-წლიანი გეგმა იქნება წარმატებული, როცა გუნდი, რომელსაც თქვენ დღეს წარმოადგენთ და აქ არიან, ბოლო 9 წლის განმავლობაში წარმატებისთვის არ მიუღწევია. შევთანხმდეთ წარმატების განსაზღვრებაზე - უნდა შევთანხმდეთ, თქვენთვის რა არის წარმატება და ქვეყნისთვის რა არის წარმატება, იმიტომ, რომ შეიძლება თქვენ გეგონოთ რაღაც წარმატება და ის რეგიონალურ, საერთაშორისო მასშტაბში დიდი წარუმატებლობა იყოს, - განაცხადა ხაზარაძემ. 
 

პანდემიის გავრცელების ეფექტიანი მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონების განვითარება, ეკონომიკური მიღწევები -  პრემიერს პარლამენტში უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს საკუთარ ანგარიშს გააცნო.  

მსგავსი სიახლეები