ღარიბაშვილის ანგარიშში ერთი პოზიტივი აღმოვაჩინე, ,,ვეფხისტყაოსანი" ინდურად ვთარგმნეთ - გიორგი ვაშაძე

25.06.21 18:10
ღარიბაშვილის ანგარიშში ერთი პოზიტივი აღმოვაჩინე, ,,ვეფხისტყაოსანი" ინდურად ვთარგმნეთ - გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ამბობს, რომ საქართველოს პრემიერის ანგარიშში პოზიტიური  შტრიხი აღმოაჩინა. როგორც ვაშაძემ  განაცხადა, ეს ნათელი წერტილი ის არის, რომ ინდოეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით ინდურ ენაზე ითარგმნა ,,ვეფხისტყაოსანი".

რომ არ თქვას არავინ, რომ მე მხოლოდ ცუდს ვეძებ, ნამდვილად ვიპოვე ერთი პოზიტივი მის ანგარიშში და მინდა, რომ ამას ხაზი გავუსვა. მადლობა ინდოეთის რესპუბლიკაში ჩვენს საელჩოს და ბატონ ბუ პინდერ აზიზ პარიჰარს. ეს არის ინდოელი პოეტი, რომელმაც ინდურ ენაზე თარგმნა ,,ვეფხისტყაოსანი".

ეს მართლაც საშვილიშვილო, ისტორიული საქმეა. ასეთი საქმე შეგვიძლია ჩავუთვალოთ გაკეთებულ საქმედ მთელ ცხრა წლის მანძილზე, არ ვხუმრობ. პირველი პრემიერობიდან მეორე პრემიერობამდე ,,ვეფხისტყაოსანი" ინდურად ვთარგმნეთ, მადლობა ამისთვის. დანარჩენი ტყუილი და ცინიზმი იყო და მეტი არაფერი - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრემიერი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. მოხსენების დასრულების შემდეგ  ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვები დაუსვეს.

მსგავსი სიახლეები