რა ფორმით აპირებთ ათწლიანი გეგმის გაცნობას მოქალაქეებისთვის - გურამ მაჭარაშვილი პრემიერს
,,ქართული ოცნების" წევრს, გურამ მაჭარაშვილს, აინტერესებს, რა ფორმით აპირებს საქართველოს პრემიერი, საზოგადოებას ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა გააცნოს.
თქვენ ახსენეთ, რომ სექტემბრიდან ახსენებთ ამ ათწლიანი გეგმის იმპლემენტაციას, მაგრამ მანამდე, იქნებ გვითხრათ, რა ფორმით, როგორ აპირებთ საზოგადოებაში, თითოეულ მოქალაქემდე, მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ სწორად იქნას მიტანილი გეგმის თითოეული ნაწილი...
... მნიშვნელოვანია, რა ფორმით და როგორ აპირებთ, რომ ეს ათწლიანი გეგმა, რომელიც საზოგადოების სტაბილურობის განცდას შეუწყობს ხელს, იმიტომ, რომ როცა მოქალაქე ცხოვრობს ქვეყანაში, რომელსაც აქვს ათწლიანი გეგმა, მისი განცდა ნამდვილად არის სტაბილური. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რა ფორმით და როგორ აპირებთ ამ გეგმის გაცნობას საზოგადოებისთვის - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრემიერი დღეს ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა. თავის მოხსენებაში ამნ ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმაზე ისაუბრა.
,,ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, 10 წლიანი გეგმა უარყოფითად შეაფასა და პრემიერს მიმართა , თუ ვინ უწერს ამ გეგმებს.